ეკატერინე ბურჯანაძე სწავლას შვეიცარიაში ჟენევის უნივერსიტეტში განაგრძობს

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ეკატერინე ბურჯანაძე სწავლას შვეიცარიაში ჟენევის უნივერსიტეტში განაგრძობს.

ის ისწავლის ჟენევის უნივერსიტეტისა და გაეროს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე – ევროპული და საერთაშორისო მმართველობა (Master of Advanced Studies in European and International Governance). მან სრული დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა.

ეკატერინემ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ სტაჟირება გაიარა ევროპარლამენტში, ევროპული დემოკრატიის ფონდსა და ევროპის საბჭოს ბრიუსელის სამეკავშირეო ოფისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები