15 წლამდე „დინამო“ იტალიაში მიმდინარე Youth Cup-ის გამარჯვებულია

15 წლამდე დინამო ნოვარას ტურნირის გამარჯვებულია

დინამოელებმა 16 გუნდიანი გათამაშების ნახევარფინალში ჯენოას, რეზო გაზდელიანის და სანდრო მიქაუტაძის გოლებით 2-0 აჯობეს.

გადამწყვეტ, ფინალურ მატჩში დინამო ბელგიურ გენკს შეხვდა. შალვა კვარაცხელიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და დამატებით ტაიმში, შეცვლაზე შემოსული მეკარის – სანდრო ფოლადაშვილოს გოლით ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

ნოვარას თასის საუკეთესო მეკარე მათე ჭელიძე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები