საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ლატვიის სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა  ლატვიის სასულიერო მუსიკის რიგით 27-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

საგუნდო კაპელა ფესტივალის ფარგლებში ორ კონცერტს გამართავს – 6 სექტემბერს ულბროკის მუნიციპალიტეტის  კულტურის სახლში, 7 სექტემბერს კი  რიგის წმინდა პეტრეს სახელობის კათედრალში  გამოვა.

ქორმაისტერ არჩილ უშვერიძის დირიჟორობით შესრულდება ქართველი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ქართული საგუნდო მუსიკა.

ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: ლატვიის სახელმწიფო აკადემიურ გუნდი მარის სირმაისის ხელმძღვანელობითა და ლატვიის სახელმწიფო კამერული ორკესტრის თანხლებით, ესტონეთის მამაკაცთა ეროვნულ გუნდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები