ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართველი სპორტსმენები სამშობლოში ხუთი მედლით დაბრუნდნენ

მალტა ძალისმიერ სამჭიდში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

53 კგ წონით კატეგორიაში ჭაბუკებს შორის გიორგი გელაშვილმა ჩაჯდომში 160 კგ, წოლჭიმში 130კგ და ამოწევაში 190 კგ დააფიქსირა. მან ჩაჯდომში ვერცხლის მედალი მოიპოვა, წოლჭიმში სამი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და აქაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამოწევაში კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში დაფიქსირებული 480 კგ-ით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდებს შორის 53 კგ წონით კატეგორიაში ანდრია მიქაუტაძემ ჩაჯდომში 155 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამოწევაში  195 კგ-ით ოქროს მედალი დაიმსახურა,  სამჭიდის ჯამში მოგროვებული 445 კგ-ით კი ისიც მეოთხე ადგილს დასჯერდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 სექტემბერს იასპარეზებს თემურ სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები