აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ბულგარეთში  მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში სექვეის (Show Dance) მიმართულებით.  აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა  ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ.

მეორე ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაიკავეს, მესამე კი ბულგარელ წყვილს ერგო.

ტურნირზე 11 წყვილი ასპარეზობდა.

ქართველმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები