გიორგი გივიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

პერუში, ქალაქ ლიმაში, მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის -66 წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი გივიშვილმა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

აღნიშნული ჩემპიონატი 2009 წლიდან იმართება და ჭაბუკთა შორის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს წარმოადგენს. მოკლე პერიოდის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 🥇 7 ოქროს, 🥈 13 ვერცხლის და 🥉 16 ბრინჯაოს მედალი აქვს მოგროვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები