ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს „ვალესნიაში“ გაატარებს და მერე ახალ გუნდს შეუერთდება.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე ესპანური გუნდის მაისურით 102 მატჩი გამართა.