კონსტანტინე პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

Podium 92kg FS - Gold: Konstantine Petriashvili (GEO)

იორდანიაში 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე როდიონ სანაკოევი 8-0 დაამარცხა.

მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ 92კგ წონითი კატეგორიის  ნახევარფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე  სპორტსმენი აშკარა უპირატესობით, 14-4 დაამარცხა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ძმებ პეტრიაშვილებს მორიგი პოსტი მიუძღვნა:

„იგივე, იგივე, მაგრამ განსხვავებული! კონსტანტინე პეტრიაშვილი 🇬🇪 ოლიმპიური ჩემპიონოს, გენოს, უმცროსი ძმა ახლახან 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა”

შეგახსენებთ, რომ 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიცეჩემპიონი გახდა ნიკოლოზ მაისურაძე(80 კგ).  მან ფინალური შეხვედრა ირანელ რეზა აფშართან დათმო, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები