ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 47 მედალი მოიპოვეს
მოლდოვაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 47 მედალი მოიპოვეს. საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელები კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა. მათ 96 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.