ქართველმა პარამკლავჭიდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 96 მედალი მოიპოვეს

მოლდოვაში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, 96 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

საქართველომ სულ 36 ოქროს, 32 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარამკლავჭიდელები მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები