ევროპის ახალგაზრდული პირველობის პირველ ტურში თექვსმეტმა ქართველმა მოჭადრაკემ იზეიმა გამარჯვება
ჩეხეთის დედაქალაქში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული პირველობა ჭადრაკში.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობს.
ასპარეზობა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08; U10; U12; U14; U16; U18 ტარდება როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის.
ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობს.
პირველ ტურში თექვსმეტმა ქართველმა მოზარდმა იზეიმა გამარჯვება.