ნინო ხოჯელანი სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა

საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერი ნინო ხოჯელანი სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა. ნინო მეორე ქართველი ქალიa, ვინც ამ პრესტიჟულ ოფიცერთა სკოლაში ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფრანგეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

„🇫🇷🇬🇪👩‍✈️გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერ ნინო ხოჯელანს სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მისაღებ კონკურსში მიღწეულ ბრწყინვალე წარმატებას!

ნინო მეორე ქართველი ქალი და პირველი სვანია ვინც ამ პრესტიჟულ ოფიცერთა სკოლაში ჩაირიცხა. იგი აგვისტოში გაემგზავრება საფრანგეთში სამ წლიანი კურსის გასავლელად. ჩვენ მას უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მთელი კარიერის მანძილზე!“, – წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები