დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა
1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი, ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი – გიორგი კვინიტაძე.
დაწყებითი განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში და კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელში. იყო რუსეთ-იაპონიის ომის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
1918 წლიდან იგი ქართულ არმიაშია. სომხეთთან ომის დროს მაზნიაშვილის საველე შტაბის უფროსი იყო. 1919 წელს მეთაურობდა თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ ჯარს, გაათავისუფლა ძველი ქართული მხარე არტაანი. 1920 წლის მაისი-სექტემბერი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გახდა. დაამარცხა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში შემოჭრილი წითელი არმიის ნაწილები. იყო ქართული სამხედრო სკოლის დამაარსებელი და პირველი უფროსი. 1921 წლის 16 თებერვალს დაინიშნა ქართული არმიის მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა საფრანგეთში. მუშაობდა გრამფირფიტების ქარანა “Pathe”-ში. გარდაიცვალა 1970 წელს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში.
2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტის მთაწმინდის მიწას მიაბარეს.