ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან არსებული ანსამბლი “ნანილა” ხორვატიაში მიემგზავრება

ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან არსებული ანსამბლი “ნანილა” 2024 წლის 23-28 აგვისტოს მიემგზავრება ხორვატიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში „CHORUS INSIDE CROATIA“.

25 აგვისტოს, ხორვატიის ქალაქ როვინიში გალაკონცერტით ოფიციალურად გაიხსნება ინტერნაციონალური ფესტივალი, ხოლო კონკურსი 26 აგვისტოს ქალაქ პიზინოს კომუნეს თეატრში ჩატარდება. 27 აგვისტოს კი დაგეგმილია კონკურსში მონაწილე გუნდების ერთობლივი, მეგობრული კონცერტი ქალაქ პოლაში. 

„ანსამბლ “ნანილასთვის” უდიდესი პასუხისმგებლობაა მცირე შემადგენლობით მაღალი დონის კონკურენტ გუნდებთან ერთად მონაწილეობა. 10 სახელმწიფოს 20 -ზე მეტ გუნდს შორის „ნანილა“ შეეცდება ღირსეულად და ამაყად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო.

საზეიმო მსვლელობა საქართველოს დროშებით და ტრადიციული სამოსით დაიწყება 19:00 საათზე ქალაქის ცენტრიდან და გადაინაცვლებს წმ. ეფემიას სახელობის ტაძარში, სადაც ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.

მონაწილე გუნდები წარდგებიან 2-3 საგალობლით.

ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლი ტაძრის წინ შეასრულებს თავისი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანსამბლი “ნანილა”  ფესტივალში მონაწილეობს იტალიის ფარგლებს გარეთ, რაც კიდევ უფრო საინტერესო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა გუნდისთვის“, – ნათქვამია ანსამბლ „ნანილას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები