საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 18 წლამდე ახალგაზრდული ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა

საქართველოს ხელბურთელთა ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები 18 წლამდე ახალგაზრდული ჩემპიონატის (M18 Championship) ფინალში კოსოვოს გუნდს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 22:30 დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში პირველად ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე დიდი ბრიტანეთი, ნახევარფინალში კი ბელგიის ნაკრები დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო შვიდეულში საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე მოხვდა: ალექსანდრე შიოშვილი, დავით გრიშიკაშვილი და დავით ხელისუფალი.

ტურნირზე დაფიქსირებული შედეგით საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ზედა დივიზიონში დაწინაურდა და 2026 წელს 18-წლამდელთა ახალგაზრდულ ჩემპიონატ I-ში ითამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები