მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეოთხე ტურშიც ორივე ქართველმა მოჭადრაკემ პარტია ისევ ყაიმით დაასრულა
თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეოთხე ტურშიც ორივე ქართველმა მოჭადრაკემ ისევ ყაიმით დაასრულა პარტია.
აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძის პარტიაში უკრაინელ, ანა მუზიჩუკთან რეკორდულად დიდი სვლების რაოდენობა – 102 გაკეთდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა 46 სვლაში გააკეთა ყაიმი ინდოელ, რამეშბაბუ ვაიშალთან.
- IV ტურის შედეგები ასეთა:
🇨🇭 ალექსანდრა კოსტენიუკი 1 : 0 🇪🇸 სარასადატ ხადემალშარიეჰი
🇬🇪 ლელა ჯავახიშვილი ½ : ½ 🇮🇳 რამეშბაბუ ვაიშალი
🇺🇦 მარია მუზიჩუკი ½ : ½ 🇬🇷 სტავრულა ცოლაკიდუ
🇵🇱 ალინა კაშლინსკაია ½ : ½ 🇰🇿 ბიბისარა ასუბაიევა
🇺🇦 ანა მუზიჩუკი ½ : ½ 🇬🇪 ნანა ძაგნიძე
- სატურნირო მდგომარეობა:
I – III ადგილი: სტავრულა ცოლაკიდუ, ალექსანდრა კოსტენიუკი, ბიბისარა ასუბაიევა – 2,5 ქულა;
IV– IX ადგილი; ლელა ჯავახიშვილი, მარია მუზიჩუკი, ალინა კაშლინსკაია, ანა მუზიჩუკი, ნანა ძაგნიძე, რამეშბაბუ ვაიშალი – 2 ქულა;
X – სარასადატ ხადემალშარიეჰი – 0,5 ქულა.