მსოფლიო ქალთა გრან-პრის მესამე ტურში ორივე ქართველმა მოჭადრაკემ შეხვედრა ყაიმით დაასრულა

სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის მესამე ტურის ხუთი შეხვედრიდან  ოთხი ფრედ დასრულდა.

ყაიმით დაასრულეს პარტიები ჩვენმა ქალებმაც.

ნანა ძაგნიძე ალინა კაშლინსკაიას დაუზავდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი სტავრულა ცოლაკიდუს.

III   ტურის შედეგები:

🇺🇦 ანა მუზიჩუკი        ½ : ½ 🇨🇭 ალექსანდრა კოსტენიუკი

🇬🇪 ნანა ძაგნიძე           ½ : ½  🇵🇱 ალინა კაშლინსკაია

🇰🇿 ბიბისარა ასუბაიევა ½ : ½ 🇺🇦 მარია მუზიჩუკი

🇬🇷 სტავრულა ცოლაკიდუ ½ : ½  🇬🇪 ლელა ჯავახიშვილი

🇮🇳 რამეშბაბუ ვაიშალი  1 :  0  🇪🇸 სარასადატ ხადემალშარიეჰი

სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

I-II ადგილი: სტავრულა ცოლაკიდუ, ბიბისარა ასუბაიევა  – 2 ქულა

III – IX ადგილი: ლელა ჯავახიშვილი, ნანა ძაგნიძე, ანა მუზიჩუკი,მარია მუზიჩუკი, ალინა კაშლინსკაია, ალექსანდრა კოსტენიუკი, რამეშბაბუ ვაიშალი – 1,5  ქულა;

X –  სარასადატ ხადემალშარიეჰი – 0,5 ქულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები