დინამო თბილისის U12 გუნდმა ბირბეკის საერთაშორისო ტურნირი წარმატებით დაიწყო
დინამო თბილისის U12 გუნდი ბირბეკის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა.
პატარა დინამოელები ტურნირის პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე, სამ მოწინააღმდეგეს შეხვდნენ – ბრონდბიუს, ბეერსხოტს და ანდერლეხტს და პირველი თამაში ფრედ, მეორე 1:0 და მესამე თამაში ანგარიშით 2:0 დაასრულეს. ბურთები გაიტანეს ცოტნე მიქაბერიძემ და ნიკა ხარაიშვილმა.
დინამო 0️⃣:0️⃣ ბრონდბიუ
დინამო1️⃣:0️⃣ბეერსხოტი ⚽️ნიკა ხარაიშვილი
დინამო2️⃣:0️⃣ანდერლეხტი
⚽️ცოტნე მიქაბერიძე / ⚽️ ნიკა ხარაიშვილი
გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლავთ:
მწვრთნელი – გიორგი მამუჩიშვილი
მერაბ კანდელაკი, ანზორ მანიჯაშვილი, იოსებ გოგიჩაიშვილი, ანდრია ჩომახიძე, ანდრია ბაკურია, ნიკოლოზ ტუხაშვილი, ნიკოლოზ ხიდეშელი, ცოტნე მიქაბერიძე, ტატო ლოლუა, თომა ტომარაძე, ნიკოლოზ ბაღდასარიანი, გაბრიელ შარია, გაბრიელ გადრანი, ნიკა ლომია, ნოე დრიაევი, დავით დავლიანიძე, ნიკოლოზ ხარაიშვილი
ტურნირში ასევე მონაწილეობენ “ტოტენჰემ ჰოთსპური”, კოპენჰაგენი, ალკმაარი, ბაიერ ლევერკუზენი, აინტრახტი, დინამო კიევი და სხვა.
დღეს დინამოელები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს სენტ ტრუდენის წინააღმდეგ გამართავენ.