მსოფლიოს ქალთა გრან-პრის პირველი ეტაპის პირველ ტურში ორი ქართველი მოჭადრაკის შეხვედრა ყაიმით დასრულდა
გუშინ, 15:00 საათზე სტარტი აიღეო მსოფლიოს ქალთა გრან-პრის პირველმა ეტაპმა. პირველ ტურში ერთმანეთს ორი ქართველი მონაწილე შეხვდა.
ნანა ძაგნიძის და ლელა ჯავახიშვილის პარტიაში საპატიო პირველი სვლა ფიდეს გენერალურმა მდივანმა, ლუკაშ ტურლეიმ გააკეთა.
ნანა ძაგნიძემ ლელა ჯავახიშვილთან თეთრი ფიგურებით ითამაშა. შეხვედრა ყაიმით დასრულდა.
- I ტურის ტექნიკური შედეგები:
ალინა კაშლინსკაია ½ : ½ ალექსანდრა კოსტენიუკი
ანა მუზიჩუკი ½ : ½ მარია მუზიჩუკი
ნანა ძაგნიძე ½ : ½ ლელა ჯავახიშვილი
ბიბისარა ასუბაიევა 1 : 0 სარასადატ ხადემალშარიეჰი
სტავრულა ცოლაკიდუ 1 : 0 რამეშბაბუ ვაიშალი
მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეორე ტურში ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს დაუპირისპირდება, ხოლო ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ყაზახეთის წარმომადგენელ, ბიბისარა ასუბაიევას ეთამაშება.