ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას განაგრძობს

“ვის გსმენიათ ქართული სუფრის  შესახებ? ტრადიციული კულინარიული დღესასწაული, მუსიკის, მეგობრობის, ქართული კერძების და ღვინის ზეიმი – ეს ისეთივე უნიკალურია, როგორც ჟღერს და გამოიყურება!” – წერს მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი საკუთარ სოციალურ ქსელებში და ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის  შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

ჯეიმი ოლივერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს გაზაფხულზე ეწვია.

ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ის საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, ადგილობრივ შეფმზარეულებს შეხვდა  და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა და დააგემოვნა.

ბრიტანელ შეფმზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი, ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები