ალექსანდრე თოფურიამ “Ultimate Fighting Championship”- თან ხელშეკრულება გააფორმა

ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ალექსანდრე ავრცელებს.

„მოგესალმებით ყველას!

როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი პირადი მიზანი და გამოწვევა, ჩემი ძმის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება იყო.

მე მისი პირადი მწვრთნელის პოზიციას ვიკავებდი და მადლობა ღმერთს, მიზანი მიღწეულია.

ამაყი და მადლიერი ვარ ჩემი ძმის მონაპოვარით, ახლა ქამრის დაცვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერდით ვიქნები.

ამავდროულად, ჩემს გონებასა და გულში ბრძოლის სურვილი არასდროს გამქრალა, ამიტომაც არ გავჩერებულვარ, არ შემიწყვეტია ჩემი საქმის კეთება.

ამჯერად უმაღლეს ლიგაში გადავინაცვლებ.

მინდა გაცნობოთ, რომ ოფიციალურად გავაფორმე კონტრაქტი “Ultimate Fighting Championship”- თან.

და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი გზის ნაწილი იყო“, – წერს ალექსანდრე თოფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები