თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს – ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია.
გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა. ნახევარფინალში მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს. ფინალი 11 აგვისტოს გაიმართება.
27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.
გივი მაჭარაშვილის გარდა 10 აგვისტოს, ოლიმპიადაზე კიდევ ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
გუშინ საქართველომ ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ გახდა მეორე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.
საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოუტანა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ(+102 კგ). ქართველის სპორტსმენი ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 215 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო, საქართველოს ისტორიაში კი ლეგენდარული ვიქტორ სანაევის შემდგომ მეორე სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.
ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე ატაცში 179 კგ დაძლია, აკვრაში 214 დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 393 კგ მოაგროვა და ოლიმპიადა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
24 წლის ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა სომეხ ვაზგენ ტევანიანთან გამართა. სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონ მეტოქეს შეხვედრა ანგარიშით 0:11 დამარცხდა. წესების თანახმად, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში ასპარეზობასა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მას შემდეგ გააგრძელებდა, თუ ვაზგენ ტევანიანი ფინალში გასვლას შეძლებდა, თუმცა სომეხი სპორტსმენი მეოთხედფინალში მონღოლ მოჭიდავესთან დამარცხდა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. 11 აგვისტოს მდგომარეობით საქართველო მედლების ჩათვლაში 24-ე ადგილზე იმყოფება.