გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ქართველი ფალავანი – გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირა და მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ  ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი პოლონელი რობერტ ბარანი ანგარიშით 9:2 დაამარცხა. ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ანგარიშით 7:0 სძლია.

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატის 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია. დღეს მან თავის მონაგარს ოლიმპიური ოქროს მედალი შემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები