კონკურსზე Premier Music International Competition Pro მევიოლინე ელენე მეგრელიშვილმა და პიანისტმა თამარ ჩიკვაიძემ III პრემია მოიპოვეს
ბუდაპეშტში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Premier Music International Competition Pro, კამერული ანსამბლების კატეგორიაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტმა მევიოლინე ელენე მეგრელიშვილმა და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა პიანისტმა თამარ ჩიკვაიძემ III პრემია (ბრინჯაო) მოიპოვეს და ჟიურის წევრებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღეს.
ხელმძღვანელი – ასისტენტ-პროფესორი თამარ ჟვანია.
კონკურსის 2024 წლის შედეგები www.premiermusic.eu -ზე გამოქვეყნდა.