დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს
9 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ) იასპარეზებს.
1/8ფინალს გენო უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკთან შეხვედრით იწყებს, მათ შორის გამარჯვებული კი პოლონელ რობერტ ბარანსა და ყაზახ იუსუპ ბატირმურზაევს შორის მოგებულს შეხვდება.
დასაწყისი: 13:00 საათი.
გუშინ, 8 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ლაშა გობაძემ (87 კგ), რომელიც რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან პირველმა ვლადიმერ გამყრელიძემ (86კგ) იასპარეზა. ის მერვედფინალში უზბეკ ჯავრაილ შაპიევს შეხვდა და ორთაბრძოლაში ანგარიშით 1:5 დამარცხდა, შესაბამისად, ვლადიმერ გამყრელიძეს რეპეშაჟის გავლით ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აღარ მიეცა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.