7 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს
დღეს, 7 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან იასპარეზებს სამი სპორტსმენი:
რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.) 🕐 13:00
ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.) 🕐 13:00
შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.) 🕔 17:00
პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს.საქართველოს პირველი არხი.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი მერვედფინალიდან ჩაერთო ასპარეზობაში, მაგრამ სამწუხაროდ, 1-9 დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ აბუბაკარ ხასლახანაუსთან და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.