მიცვალება მართლისა ანასი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დედისა

მიცვალება მართლისა ანასი, დედისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან.

გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ხარებამდე. მოგვიანებით მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები