პიტერმა სკინერმა ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია გადასცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლოამერიკული დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველოლოგს, ბრიტანული წარმოშობის ამერიკელ ისტორიკოს პიტერ სკინერს ეწვია.
ბატონმა პიტერმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია და ინგლისური ლიტერატურა, რომელსაც მრავალი წელი პირადად არჩევდა და აგროვებდა.
„ბატონმა პიტერმა, საქართველოს შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორმა და ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობარმა ჩვენს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია და ინგლისური ლიტერატურა, რომელსაც მრავალი წელი პირადად არჩევდა და აგროვებდა.
ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბატონ პიტერს ერთგული მეგობრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის.
პროექტის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული მადლობა რუსუდან ვაშაკიძეს, ეთერ ჭკადუასა და ქეთი გოჩაშვილს“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.