დღეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებს

4 აგვისტოს პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) იასპარეზებს.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან გამართავს ბრძოლას. ლაშას ბრინჯაოს მედალი უკვე განაღდებული აქვს და დღეს შეეცდება უფრო მაღალი სინჯის მედალი მოიპოვოს.

შეხვედრა 19:06 საათზე დაიწყება.

პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები