1 აგვისტოს  პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ილია სულამანიძე და ლაშა გურული იასპარეზებენ

1 აგვისტოს  პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი ილია სულამანიძე ( -100კგ.) და მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ.) იასპარეზებენ.

ქართველი ძიუდოისტი წონის მეორე ნომერია და პირველ წრეს გამოტოვებს. ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრას სულამანიძე ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

ძიუდოს ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება.

პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი

საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი – https://geonoc.org.ge/files/documents/Paris_2024.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები