დღეს ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა და ასევე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “მოალერსე” დღესასწაული

დღეს ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა და ასევე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “მოალერსე” ანუ “ყოველთა სიხარულთა სიხარული” დღესასწაულია

ამ ხატის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი და მის წინაშე მიაბარა ღირსმა მამამ სული უფალს თავის სანაკში. ხატი მცირე ანალოგიაზე იყო დაბრძანებული, წმ. სერაფიმე კი თავისი თეთრი შესამოსელით მუხლმოყრილი იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა დაკრეფილი. ბევრს ისიც კი მოეჩვენა, რომ წმ. ბერს ლოცვისას ჩაეძინა. წმ. სერაფიმეს სენაკი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ჩვენი ეკლესიის დიდ სიწმიდეს წარმოადგენს.

ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე, ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები