ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონია

ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო, ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში მოლდაველ მიჰაილ ლატიშევს სძლია, მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვთან ბრძოლაში გაიმარჯვა. ნახევარფინალში კი სამხრეთკორეელი ჯონჰვან ლი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში იასპარეზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები