მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის შონ ო’მალის დაუპირისპირდება
14 სექტემბერს, UFC-ში, ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი თავის პირველ საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებს – იგი შონ ო’მალის შეხვდება. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა. მისივე ცნობით, ბრძოლა ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე შედგება.
მერაბ დვალიშვილს UFC-ში 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. მოგების შემთხვევაში ის გახდება მეორე ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.