ქართველმა ემიგრანტმა, მომღერალმა საბინა ჭანტურიამ თავისი ახალი სინგლი გამოაქვეყნა

ქართველმა ემიგრანტმა, მომღერალმა საბინა ჭანტურიამ ახლახან გამოაქვეყნა თავისი ახალი სინგლი და მუსიკალური ვიდეო Echoes, რომელიც ლოს-ანჯელესშია ჩაწერილი. ახალ სინგლში საბინასთვის უკრავენ მსოფლიო დონის მუსიკოსები, როგორიცაა დრამერი კენი არონოფი (რომელიც უკრავდა მიკ ჯაგერთან, პოლ მაკარტნისთან და სხვებთან), დაგ პეტიბონი გიტარაზე (უკრავდა ლუსინდა უილიამსთან და სხვ.) და ბასისტი იორგენ კარლსონი. 

საბინას სიმღერები საერთაშორისო არხებზე ისმის, მისი მუსიკა ასევე დევს ავიაკომპანიების საიტებზე, მაგალითად British Airways-ის საიტზე. საბინა მაისში დაჯილდოვდა კავკასიის მუსიკალური პრიზით Phonix-ი როგორც წლის საუკეთესო მსახიობი. ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო ცნობილი არტისტი ლადო ბურდული. მადრიდში საერთშორისო ფესტივალზე Orfeum საბინამ მოიპოვა პრიზი. მას ჰქონდა კონცერტები შვედეთში, დანიაში, ისლანდიაში, ამერიკაში. ივნისში იგი იყო შემოქმედებითი მივლინებით ქალაქ ლოს-ანჯელესში, სადაც მოხდა მისი რამდენიმე სიმღერის ჩაწერა ცნობილი პროდიუსერების სტუდიაში. მზადდება მისი სამი ახალი სინგლი, რომელიც გამოვა შემოდგომაზე. მას ჰქონდა გამოსვლები და რადიოჩაწერები  ცნობილ არხზე Wake up Hollywood. ივლისში დაგეგმილია კონცერტი დიდ ბრიტანეთში. ის გაიმართება სცენაზე, სადაც გამოდიოდა ცნობილი მსახიობი Ed Sheerani. საბინა ნაყოფიერად თანამშრომლობს ქართველ მუსიკოსებთან და პროდიუსერებთან. ივლისში ის ახალი სიმღერას ჩაწერს თბილისში, სტუდიაში Leno Record.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები