საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა

ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ  საკონსულო ოლქის ფარგლებში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა.

გენერალურმა კონსულმა მაია ბართაიამ მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენებს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მკაფიოდ გაცხადებული მიზანია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის აქტიური ჩართვა ქვეყნის განვითარებაში.

მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში  ქართული სპორტის განსაკუთრებულ  მიღწევებსა და გუნდურ სახეობებში არსებულ წარმატებებზე.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ, სპორტსმენებმა კი საკუთარ მიღწევებზე ისაუბრეს.

ეს ტრადიცია ყოველ წელს გაგრძელდება და შეხვედრა გენერალურ კონსულთან, მათი პრობლემების და მიღწევების განხილვით საქმიანი გახდება .

მოამზადა ლელა ნინუამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები