საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამოგზაურო მედია პლატფორმის Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამოგზაურო მედია პლატფორმის Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.
Earthpix-ის მედია პლატფორმას Instagram გვერდზე 24 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ატვირთულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
„ჩვენი მოგზაურობისას გამოვარჩევდი თუშეთს, რომელიც ძალიან ლამაზია, ჩვენ ვიხილეთ საოცარი ბუნება, ცხენები, მწყემსები, რომლებსაც ფარა გადაჰყავდათ. საქართველოში მეორედ ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რაც არის ეს ქართული სტუმარმასპინძლობაა. გასულ წელს საქართველოში მიხსნიდნენ, რომ სტუმარი ქართველებისთვის ღვთისგან გამოგზავნილია, ვიფიქრე ეს რაღაც თქმულებაა, მაგრამ შემდეგ ვისაც შევხვდი თითოეულმა ქართველმა ძალიან მეგობრულ, თბილ და ოჯახურ გარემოში მაგრძნობინა თავი. საქართველო ჰგავს შვეიცარიას და ისლანდიას. ჩვენი პლატფორმის მომხმარებლებს ვურჩევდი ქალაქებში დიდი დრო არ გაატარონ, ეწვიონ რეგიონებს, სოფლებს, სადაც მრავალ საუკუნოვან, ქვით აგებულ კოშკებს აღმოაჩენენ“, – აცხადებს Earthpix-ის დამფუძნებელი ერიკ დამიერი.
Earthpix გადამღები ჯგუფი ეწვია ხევსურეთს, თუშეთს, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს. პროექტის ფარგლებში Earthpix-ის ინსტაგრამ გვერდზე სამი თვის მანძილზე განთავსდება: ათი რილსი, ათი სთორი და ერთი პირდაპირი ჩართვა.
Earthpix-ის პლატფორმაზე,მთელ მსოფლიოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მილიონობით მომხმარებელი