მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს

გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ქართველმა მოსწავლეებმა ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანმა, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – გიორგი კეკენაძემ და მირზა შანიძემ. საპატიო სიგელით დაჯილდოვდა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა წულაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები