ელენე სვიანაძე სწავლას საფრანგეთში, ლიონის ჟან მულანის სახელობის უნივერსიტეტში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის არაბული მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ელენე სვიანაძე სწავლას საფრანგეთში, ლიონის ჟან მულანის სახელობის უნივერსიტეტში, სტრატეგიული ინტელექტისა და კრიზისების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
ელენეს სწავლის საფასურსა და სხვა ხარჯებს საფრანგეთის და საქართველოს Excellence Program-ის სტიპენდია აანაზღაურებს, რომლის გადაცემასაც Campus France უზრუნველყოფს.
ელენე ასევე მიიღეს პარიზის სორბონას უნივერსიტეტისა და სტამბოლის გალათასარაის სამაგისტრო პროგრამებზე.