„XXIV Obert Internacional Sant Martí 2024“ მთავარ ტურნირზე დენიელ საფაროვმა წარმატებით იასპარეზა

დენიელ საფაროვმა წარმატებით იასპარეზა ბარსელონაში დასრულებულ „XXIV Obert Internacional Sant Martí 2024“ მთავარ ტურნირში.

„საქართველოს 2024 წლის ჩემპიონმა, 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, 9-იდან 6,5 დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა საერთო ჩათვლაში, ხოლო თანატოლთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ასევე აღსანიშნავია დენიელის სარეიტინგო მატება +165,6 ქულა.

ერთი ქულით ნაკლები დააგროვა ნიკოლოზ შამათავამ, მან 69 სარეიტინგო ქულა მოიმატა. ანასტასია კირთაძემ 4 ქულა დააგროვა და 51 სარეიტინგო ქულა მოიმატა”, – ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები