ლიზი ლაკია სწავლას Sogang University-ში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული ლიზი ლაკია სწავლას Sogang University-ში აგრძელებს. სოგანგის უნივერსიტეტი სამხრეთ კორეის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია.
„ლიზი სექტემბრიდან მედია კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამირების მიმართულებით ისწავლის.
მან გაიარა მრავალეტაპიანი შერჩევა კორეის სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად და მისი სწავლისა და ცხოვრების სრულ საფასურს სამხრეთ კორეის სახელმწიფო პროგრამა (GKS) დაფარავს. ლიზი უკვე ფლობს კორეული ენის C2 სერტიფიკატს, რაც ათავისუფლებს მას დამატებითი ენის პროგრამისგან და აძლევს საშუალებას პირდაპირ შეუდგეს სწავლას ადგილობრივ ენაზე”, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.