20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მე-9 ადგილზე დაასრულა. ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 24:13 დაამარცხეს.

2024 წლის ჩემპიონატზე ქართველმა მორაგბეებმა იტალიის ნაკრები მეორედ  დაამარცხეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მათ იტალიელებს 28:17 სძლიეს, ფიჯის ნაკრები 40:36 დაამარცხეს, სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა ანგარიშით 11:35, ირლანდიასთან  კი 16:22 დათმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები