20-21 ივნისს საქართველო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება

20-21 ივნისს  საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე,  “მასტერკლასის თეატრში”  ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ.  Show Kitchen მოეწყობა.

ფესტივალში ქართველი შეფები და სომელიეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ  მონაწილეებს. ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს გააცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები