20 ივლისს იაპონური ფესტივალი „მაცური“ ჩატარდება

20 ივლისს, ELEKTROWERK-ის განახლებულ ღია სივრცეში იაპონური ფესტივალი „მაცური“ ჩატარდება

ფესტივალზე დაგხვდებათ იაპონური კერძები, მუსიკა, ქოსფლეის კონკურსი, შოდო კალიგრაფიის პერფორმანსი, კორეული პოპის ცეკვის შეჯიბრება და სხვა.

ფესტივალზე დაგხვდებათ იაპონური გარემო, რომელიც განათდება 100 იაპონური ფარანით, სხვადასხვა იაპონური დეკორაციები და თემატური ფოტო – სივრცეები.

„მაცური” არის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს იაპონიისა და ანიმეს მოყვარულებს!

ფესტივალზე იქნება ასევე განთავსებული სხვადასხვა დახლები სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ: მანგები, ანიმე ფიგურები, ანიმე აქსესუარები, მაისურები და ა.შ

ფესტივალის განრიგი:

13:00 – ფესტივალის გახსნა

13:15 – მისალმება

13:30 – იაპონურ – ქართულენოვანი ანსამბლი ,,იამაბიკო”

14:00 – აბური შოდო კალიგრაფია – ჰარუკა ფუკუშიმა

14:30 – საქართველოს კენდოს ასოციაცია

16:00 – K-pop Cover band ცეკვის კონკურსი

18:00 – Mark Velvet – Synthwave Live

19:00 – ქოსფლეი კონკურსი

20:30 – იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნი იშიზუკა ჰიდეკის სიტყვით გამოსვლა

21:00 – ფესტივალის დასასრული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები