გიორგი გიგაშვილის ალბომი Edisons Awards-ზეა ნომინირებული

ქართველი პიანისტის, გიორგი გიგაშვილის მუსიკალური ალბომი „Meeting My Shadow” მუსიკალური დაჯილდოების Edisons Awards-ის ნომინაციის „NEWCOMERS” ნომინანტია.

ინფორმაციას გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:

„ამასობაში მე, ჩემი ალბომით ,,Meeting My Shadow”, ნომინირებული ვარ Edisons Awards-ზე ,,NEWCOMERS” ნომინაციაში.

სიხარულს და ბედნიერებას ვერ ვმალავ. 🥲❤️

დაჯილდოება გაიმართება ამსტერდამში 7 ოქტომბერს“, – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები