ისტორიაში პირველად ევროპის უნივერსიადაზე საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა
უნგრეთი 2024 წლის ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებს მასპინძლობს. უნივერსიადაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა. შვიდ წონით კატეგორიაში ქართველმა სტუდენტმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
უნივერსიადის ჩემპიონობა გიორგი ახალაურმა (-73კგ), ვაჟა ავაზნელმა (-81კგ), აკაკი ჯაფარიძემ (-90კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) იზეიმეს. ბრინჯაოს პრიზიორი კი -100კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი გახდა.
სტუდენტი სპორტსმენები უნივერსიადაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდნენ.