ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ქართველმა წყალში მხტომელმა მეხუთე ადგილი დაიკავა
პოლონეთი იუნიორებს შორის წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე იასპარეზა 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ. 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში სპორტსმენმა 396,35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
ინფორმაციისთვის: ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე ცხომელიძემ გიორგი წულუკიძესთან ერთად 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მერვე ადგილი დაიკავა.