13 ივლისს ოსკარ შმერლინგის დაბადების დღეა
ქართული კარიკატურის ისტორია წარმოუდგენელია გერმანული წარმოშობის ფერმწერისა და გრაფიკოსის, ოსკარ შმერლინგის (1863-1938) შემოქმედების გარეშე. ის ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში.
ოსკარ შმერლინგი თბილისში წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც შემოქმედებით, ისე პედაგოგიურ საქმიანობას. იყო თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი, ასევე ახლად დაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი.
მისი კარიკატურები იბეჭდებოდა გაზეთ „ცნობის ფურცელის“ სურათებიან დამატებაში, ასევე ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „ტარტაროზი“, „შურდული“, „ბზიკი“, „სოფლის ალიაქოთი“ და სხვა.
📷 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა