ქართულმა წყვილმა ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველო ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს 18 წლამდე ფრენბურთელებს შორის პირველად მასპინძლობს. ტურნირი „ამბასადორი კაჭრეთში“ იმართება.
კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა წყვილმა ლუკა ჯანელიძისა და ირაკლი სუბელიანის შემადგენლობით. ფრენბურთელებმა მოლდაველები დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 (21:17; 15:21; 17:15) დაამარცხეს და ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობენ.
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 34 ქვეყანა იღებს. ტურნირში როგორც გოგონები, ასევე ვაჟები ასპარეზობენ. საქართველოს ღირსებას კონტინენტის პირველობაზე გოგონებსა და ვაჟებში 3-3 წყვილი იცავს. ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი 14 ივლისს დასრულდება.