2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ამ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ღირსებას 28 სპორტსმენი დაიცავს.

ოლიმპიადაზე იასპარეზებენ: ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე (იგი მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადაზე მეათედ ასპარეზობს), თავისუფალი სტილით მოჭიდავეები: გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები: რამაზ ზოიძე (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ), ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, ძალოსნები: შოთა მიშველიძე (61 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), ლაშა ტალახაძე (+102 კგ), მოკრივეები: ლაშა გურული,  გიორგი ყუშიტაშვილი, ძიუდოისტები: გიორგი სარდალაშვილი (-60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ), გურამ თუშიშვილი ( +100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ),  მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა (რბენა, 100 მ), მოცურავეები ანა ნიჟარაძე (ბატერფლაი, 100 მ) და  ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ).

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა შერეული ნაკრები.

ინფორმაციისთვის: ლიცენზირებული სპორტსმენების სია შეიძლება გაიზარდოს და პარიზის ოლიმპიადაზე კიდევ რამდენიმე ქართველი გაემგზავროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები