ინგლისურად  ითარგმნა და გამოიცა გოდერძი ჩოხელის “ადამიანთა სევდა”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ინგლისურად  ითარგმნა და გამომცემლობის Dedalus-ის მიერ გამოიცა გოდერძი ჩოხელის “ადამიანთა სევდა”.

მთარგმნელები: Geoffrey Gosby, Clifford Marcus, Ollie Matthews, Margaret Miller, and Walker Thompson.

რედაქტორი: ლია ჩოკოშვილი

გოდერძი ჩოხელის რომანი “ადამიანთა სევდა” სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს… ყველაფერს “დალოცვილი მწერლის” უხილავ შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცის და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებზე ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები